2. ტვირთის უსასყიდლო შენახვის ზღვრული ვადა აითვლება ვაგონებიდან (კონტეინერებიდან) რკინიგზის მიერ ტვირთის ჩამოტვირთვის ან ტვირთმიმღებისთვის ჩამოსატვირთად საერთო სარგებლობის ადგილებში მის მიერ ვაგონების (კონტეინერების) მიწოდების დღის 24 საათიდან.
3. საერთო სარგებლობის ადგილებში ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვირთად მიწოდებისა და რკინიგზის საშუალებით ტვირთის ჩამოტვირთვის დამთავრების დრო, სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ აღინიშნება სავაგონო ფურცელში და მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროში.
4. ვაგონების (კონტეინერების) მიწოდების თარიღი, რკინიგზის ან ტვირთმიმღების საშუალებით ტვირთის ჩამოსატვირთად, აღინიშნება ზედნადების უკანა მხარეს, სადგურის კალენდარული შტემპელის დასმით.
5. თუ რკინიგზა, ამ წესებით დადგენილ ვადაში არ შეატყობინებს ტვირთმიმღებს მისი მისამართით დანიშნულების სადგურში ტვირთის მიტანის შესახებ, სადგურში უსასყიდლო შენახვის დროის ათვლა იწყება ტვირთმიმღების მიერ შეტყობინების მიღების დღის 24 საათიდან – თუ შეტყობინება ადრესატამდე მივიდა ამავე დღის არა უგვიანეს 12 საათისა, ხოლო, თუ შეტყობინება მივიდა ამ დღის 12 საათის შემდეგ – შეტყობინების მიღების მომდევნო დღის 24 საათიდან.
6. გადმოტვირთვის ადგილის (ფრონტის) დაკავების ან ტვირთმიმღებზე დამოუკიდებული სხვა მიზეზის გამო ვაგონების (კონტეინერების) გადმოსატვირთად მიწოდების დაყოვნების შემთხვევაში, რაც დადასტურებულია საერთო ფორმის აქტით, უსასყიდლო შენახვის ვადა აითვლება ამ აქტის შედგენის დღის 24 საათიდან