2. ტვირთის ელექტრული ზედნადებით გადაზიდვისას, თუ ტვირთმიმღები არ აღმოჩნდა დანიშნულების სადგურში, სადგური ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, უკავშირედება ტვირთგამგზავნს, რათა დაადგინოს ტვირთის განკარგვის საკითხი.
3. ტვირთმიმღების ან დანიშნულების სადგურის შეცვლის შემთხვევაში, მხარე, რომლის განცხადების საფუძველზე განხორციელდა ამგვარი ცვლილება, პასუხს აგებს პირვანდელი ტვირთმიმღების წინაშე ამ ცვლილების შედეგისთვის და ვალდებულია, დაარეგულიროს ანგრიშსწორება ტვირთგამგზავნს, პირვანდელ ტვირთმიმღებსა და ფაქტობრივ ტვირთმიმღებს შორის