მუხლი 340 საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის მისამართის შეცვლა ხორციელდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით. თუ ამ ტვირთის გადაზიდვა საშიშროებას უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, უსაფრთხო მოძრაობასა და ეკოლოგიურ წონასწორობას, მისი მისამართის შეცვლა შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშეც. ამ შემთხვევაში რკინიგზა ვალდებულია, მისამართის შეცვლის შესახებ შეატყობინოს შესაბამის საბაჟო ორგანოს🔗