1. წესებით განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა შესაძლებელია, თუ:
ა) ცვლილებას მოითხოვს ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფო სტრატეგიული (სოციალური, ეკონომიკური, ფორსმაჟორული და სხვა მსგავსი) მიზეზები;
ბ) ცვლილება წონასწორდება ან კომპენსირდება იმგვარი ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
გ) ცვლილებას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.
3. განაშენიანების რეგულირების პარამეტრებიდან შეცვლას ექვემდებარება:
ა) განაშენიანების რეგულირების გეგმით –
ყველა პარამეტრი;
ბ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით –
კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლები.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზ