1. მიწის ნაკვეთების ეფექტიანად გამოყენებისთვის შესაძლებელია მიწის ნაკვეთ(ებ)ის დაყოფა, გაერთიანება და კონფიგურაციის ცვლილება ამ წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
2. არასამშენებლო მიწის ნაკვეთების დაყოფა, გაერთიანება და კონფიგურაციის ცვლილება დასაშვებია შეუზღუდავად მესაკუთრის ინტერესების შესაბამისად, არასამშენებლო მიზნებით გამოყენებისთვის.
3. მიწის ნაკვეთის დაყოფისას შესაძლებელია სამშენებლო მიწის ნაკვეთად მხოლოდ იმ ნაწილის გამოყოფა, რომლის შესაბამისი ფუნქციური ქვეზონით დადგენილი სამშენებლო პოტენციალი არ არის ათვისებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთ(ებ)ი იძენს შეუსაბამო უძრავი ობიექტის სტატუსს ამ თავის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი სამშენებლოდ გამოყენება დაუშვებელია.
4. მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სხვა სამშენებლო მიწის ნაკვეთთან გაერთიანების შემთხვევაში, ახლად წარმოქმნილ მიწის ნაკვეთს ექნება შესაბამისი ფუნქციური ზონით დადგენილი ის სამშენებლო პოტენციალი, რაც შეუსაბამო მიწის ნაკვეთთან გაერთიანებამდე ჰქონდა სამშენებლო მიწის ნაკვეთს.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთი უშუალოდ ესაზღვრება სხვა მიწის ნაკვეთებს, დაუშვებელია მისი გაფართოება, ხელახალი გამიჯვნა მეზობელი ნაკვეთის ტერიტორიის ხარჯზე, თუ ეს არ არის დაკავშირებული ნაკვეთის ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანასთან.
6. მიწის ნაკვეთების ხალახალი გამიჯვნის საფუძველს წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების გეგმა.
7. მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნა ხორციელდება მესაკუთრეთა ინტერესების დაცვითა და კომპენსირებით:
ა) საკუთრების უფლებების გადანაწილებით;
ბ) ნაკვეთის საზღვრების მოწესრიგებითა და შენაცვლებით.
8. განაშენიანების რეგულირების გეგმაში ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ექვემდებარებიან ხელახალ გამიჯვნას გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური აღნიშვნებით.
9. ასეთი ნაკვეთებისათვის, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, მუშავდება მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნის პროექტი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის საზღვრებ