1. მიწის ნაკვეთი, რომელიც თავისი ფართობით, ფორმითა და ხაზოვანი ზომებით არ შეესაბამება დეტალური გეგმარების დოკუმენტებით ან/და ზონირების რუკებით განსაზღვრულ პირობებს და შესაძლებელია მათი შესაბამისობაში მოყვანა, ხელახლა უნდა იყოს გამიჯნული მესაკუთრეთა ინტერესების დაცვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. მიწის ნაკვეთების ხალახალი გამიჯვნის საფუძველს წარმოადგენს უფლებრივი ზონირების დეტალური სავალდებულო რუკა.

3. დეტალურ სავალდებულო რუკაში ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ექვემდებარება ხელახალ გამიჯვნას, გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური აღნიშვნებით. ასეთი ნაკვეთებისათვის, დეტალური სავალდებულო რუკის საფუძველზე, მუშავდება მიწის ნაკვეთების ხელახალი გამიჯვნის პროექტი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის საზღვრებ