1. სამინისტრო ახორციელებს ინფორმაციული ოპერაციების კრიტიკულობის იდენტიფიცირებას და, აუცილებლობიდან გამომდინარე, იღებს ზომებს მათზე ფუნქციური კონტროლის გამიჯვნის მიზნით.
2. კრიტიკულ ინფორმაციასა და მონაცემებზე წვდომის უფლება მინიჭებული უნდა იყოს არსებული ინფორმაციის გამოყენების აუცილებლობიდან გამომდინარე.
3. კრიტიკული სისტემების კონტროლზე უფლებების გამიჯვნა შენარჩუნებული უნდა იყოს როგორც სამუშაო, ისე სატესტო გარემოში.
4. თანამშრომელთა მუდმივი და სრული წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებზე ექვემდებარება განსაკუთრებულ კონტროლ