1. სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების გაცემაზე განაცხადი დამკვეთმა ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა წერილობითი ფორმით უნდა შეიტანოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში.

2. მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებისა და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო განაცხადს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

3. მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს უძრავი ქონების (ობიექტის) მესაკუთრეს წინასაპროექტო ესკიზური პროექტის დამუშავება.

4. ასაშენებელი ობიექტის წინასაპროექტო ესკიზური პროექტი უნდა მოიცავდეს ობიექტის ქალაქთმშენებლობით გადაწყვეტებს, მათ შორის, შენობა-ნაგებობების მოცულობით სივრცით გადაწყვეტებსა და მახასიათებლებს (განაშენიანების კოეფიციენტი, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, საერთო ფართობი, სართულიანობა და სხვა).

5. თუ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია ისეთი ობიექტის მშენებლობა, რომელსაც სჭირდება სპეციალური ზონალური შეთანხმება, შეთანხმების მიღება ხორციელდება ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების შესაბამისად.

6. სპეციალური ზონალური შეთანხმების მისაღებად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია მოსთხოვოს უძრავი ქონების (ობიექტის) მესაკუთრეს წინასაპროექტო ესკიზური პროექტის დამუშავება. წინასაპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.

7. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლის და სხვა) ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხადდება ძალადაკარგულად.

თავი VI

დასკვნითი დებულებე