1. ბახმაროს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების შემდგომი დახვეწისა და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით იქმნება დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია (შემდეგში – კომისია), რომელიც ექვემდებარება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს.

2. კომისიის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1-1/1254 ბრძანების შესაბამისად.

თავი V

ინფორმაციის საჯაროო