1. ცალკეული ტერიტორიული ზონებისათვის მიწის ნაკვეთების განაშენიანების კოეფიციენტისა (კ-1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მაქსიმალური მაჩვენებლები განისაზღვრება №1 ცხრილის შესაბამისად.

ცხრილი №1

№

ფუნქციური და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონები

მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1

მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური

კოეფიციენტი კ-2

მიწის ნაკვეთის გამწვანების

კოეფიციენტი კ-3

11.

საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1)

0.6

3.0

0.1

22.

საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2)

0.5

0.6

0.25

33.

საცხოვრებელი ზონა 4 (სზ-4)

0.7

მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი

0.1

44.

საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5)

0.5

1.8

0.1

55.

საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)

0.5

2.2

0.1

66.

საკურორტო-სარეკრეაციო ზონა -2 (სრზ-2)

0.3

3.0

0.1.

2. განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლების გაზრდა შესაძლებელია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ:

ა) ამას მოითხოვს ქალაქთმშენებლობითი და არქიტექტურულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები;

ბ) გადამეტება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების დარღვევისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას;

გ) არ მოხდება სხვა საზოგადოებრივ ინტერესებთან დაპირისპირებ