1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება.
2. კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება შენობა-ნაგებობების მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით და მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობას არ აქვს მიწისპირა სართული, კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით.
4. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის:
ა) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი;
ბ) ქუჩის ზედაპირის დონეზე შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი;
გ) შენობა-ნაგებობები, რომლებიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვა