1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება.
2. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობას არ გააჩნია მიწისპირა სართული, მაშინ კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის შეფარდებით მიწის ნაკვეთის ფართობთან.
4. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის:
ა) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი;
ბ) დროებითი სამშენებლო ობიექტები
გ) შენობათა გამჭვირვალე წყალგაუმტარი მასალით გადახურული შიდა ეზოები, „ზამთრის ბაღები“ და „პასაჟები“. ამავე დროს, ამ ნაწილებთან ერთად შენობები არ შეიძლება იკავებდნენ შესაბამისი მიწის ნაკვეთების 80%-ზე მეტს.
დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ი, მათ შორის, სათბურები.
5. კ-1 კოეფიციენტი მრგვალდება მეათედის სიზუსტით
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 01.06.2011
მუხლი 13. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
თავი IV — უფლებრივი ზონირების დოკუმენტები, მათი შემადგენლობა და ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 80%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 11. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 11. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 8. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 8. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1
- მუხლი 11. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1
- მუხლი 14. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა
- მუხლი 8. განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა
- მუხლი 9. ქალაქ რუსთავის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების
- მუხლი 10. ქალაქ რუსთავის ტერიტორიების უფლებრივი ზონირების დოკუმენტები
- მუხლი 11. მიწათსარგებლობის ზოგადი და დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული ზონების საზღვრები
- მუხლი 12. მიწათსარგებლობის დეტალური უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრულ დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები
- მუხლი 14. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2
- მუხლი 15. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
- მუხლი 16. ფუნქციური ზონები
- მუხლი 18. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 19. დაშენება-მიშენებების და მანსარდების მოწყობა მრავალბინიან
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №70, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.160.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1236036/muxli-13/