საცხოვრებელ სახლებზე
1.  მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, სახურავის მთელ პერიმეტრზე დამუშავებული პროექტის ფარგლებში ნებადართულია მსუბუქი, თვითმზიდი კონსტრუქციებით ნაშენი საცხოვრებლის/სადგომის (მათ შორის, სხვენის არსებობის პირობებში მანსარდის) დაშენება.
2.  მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომელზედაც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ლოჯიების ან სხვა არქიტექტურული კონსტრუქციის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, ნებადართულია ერთიანი პროექტის ფარგლებში ნაკლული ლოჯიების ან სხვა არქიტექტურული კონსტრუქციის მიშენება იერსახის აღდგენის მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესისას და დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით რეგულირებად საკითხებზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთხელ არა უმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში მშენებლობის დაუმთავრებლობის შემთხვევაში მენაშენეს დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ მუხლში მითითებული მშენებლობის კონსერვაცია დაუშვებელია