1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1 (შემდგომში –
კ-1) განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება.
2. კ-1 შენობისთვის არის მიწისპირა სართულის (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, პირველი მიწისზედა სართულის) იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.
3. კ-1 ნაგებობისთვის არის:
ა) მთლიანი ნაგებობის ორთოგონალური პროექციის ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი, თუ ნაგებობის საშუალო სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით);
ბ) ნაგებობის მიწის ზედაპირთან შეხებაში მყოფი ნაწილის გარე პერიმეტრის ორთოგონალური პროექციის ფართობის, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი, თუ ნაგებობის საშუალო სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან 1,8 მეტრი ან მეტია (მეათედის სიზუსტით);
4. კ-1 საანგარიშო ფართობი გამოითვლება ქვემოთ განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად:
ა) გარე კიბე ან/და ბაქანი – იანგარიშება სრულად;
ბ) ტერასა, აივანი და ერკერი – იანგარიშება სრულად;
გ) სამშენებლო მოედანზე მშენებლობის წარმოებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობა – არ იანგარიშება;
დ) შენობათა გამჭვირვალე წყალგაუმტარი მასალით გადახურული შიდა ეზოები, „ზამთრის ბაღები“ და „პასაჟები“– არ იანგარიშება. ამავე დროს, ამ ნაწილებთან ერთად შენობები არ შეიძლება იკავებდნენ შესაბამისი მიწის ნაკვეთების 80%-ზე მეტს;
ე) ცალკე მდგომი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ი, მათ შორის სათბურები – არ იანგარიშება;
ვ) სამანქანო პანდუსები – არ იანგარიშება;
ზ) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი – არ იანგარიშება;
თ) ქუჩის ზედაპირის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი – არ იანგარიშება;
ი) შენობა-ნაგებობები, როლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას – არ იანგარიშება.
5. რთული რელიეფის მიწის ნაკვეთებზე ტერასული შენობებისთვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრული საანგარიშო ფართობი გამოითვლება მიწის ზედაპირთან შეხებაში მყოფი ნაწილის გარე პერიმეტრის ორთოგონალური პროექციის ფართობით.
6. კ-1 მაჩვენებელი მრგვალდება მეათედის სიზუსტი