1.  იყალთოს დაგეგმვის დოკუმენტების, მათ შორის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების პროცედურა განისაზღვრება განაშენიანების ძირითადი დებულებებით, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

2.  იყალთოს დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჯაროობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით
.

3. იყალთოს განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ პირველი ეტაპით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი ეტაპის  ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

4. იყალთოს განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების ეტაპების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:

ა) I ეტაპი — განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცება,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  VI  თავით  დადგენილი  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  წესის  შესაბამისად  –  არაუმეტეს 20 სამუშაო დღე;

ბ) II ეტაპი — განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად – არაუმეტეს 30 სამუშაო დღე.

5. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს,  თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით გამოსცემს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

6. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების პროექტებია:

ა) I ეტაპი – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ;

ბ)  II  ეტაპი  –  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება განაშენიანების  რეგულირების  გეგმების  დამტკიცების  შესახებ.

7. განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილებების შეტანა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.

თავი IIIტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობე