1. იყალთოს სივრცით-ტერიტორიული განვითარების მთავარი პრინციპია ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების თანაბარზომიერი დაცვა, გამოყენება და პოტენციალის ამაღლება, ისტორიული მემკვიდრეობისა და დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემის შენარჩუნებისა და განვითარების გზით.
2. იყალთოს სივრცით-ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტია ინტენსიური განვითარება, რაც გულისხმობს არსებული განაშენიანებული ტერიტორიების გამოყენების რაციონალიზაციას და ეფექტიანობის გაზრდას, ამორტიზებული ან/და დეგრადირებული სივრცეების განახლება-განვითარების ხელშეწყობის გზით.
3. იყალთოს ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანება, რაც ნებადართულია წინამდებრე წესებით, დასაშვებია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისთვის, თუ მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილია მისასვლელი გზით, მათ შორის, საზოგადოებრივი ან კერძო სერვიტუტის გამოყენებით;
ბ) ნებისმიერი სხვა გამოყენების სახეობისთვის, თუ ტერიტორიები უზრუნველყოფილია სათანადო საინჟინრო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, მისასვლელი გზით (საზოგადოებრივი ან კერძო) და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით.
4. განაშენიანებული ტერიტორიების სივრცით-ტერიტორიული განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობის-სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია მხოლოდ არსებული საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში.
5. გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ათვისება დასაშვებია მხოლოდ წინამდებარე წესების საფუძველზე მიღებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების საფუძველზე, ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
ა) განაშენიანებული ტერიტორიების განვითარების (შიდა) პოტენციალი ამოწურულია;
ბ) არსებობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ან/და სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესი.
6. საერთო სასოფლო-საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა თელავის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება.
7. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯები, შეიძლება გაიღონ უძრავი ქონების (ობიექტების) განვითარებით დაინტერესებულმა პირებმა (საჯარო-კერძო პარტნიორობა).
8. იყალთოს ტერიტორიებისა და მათი ნაწილების ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სახეობები, მათი ექსპლუატაციის პირობები განისაზღვრება იყალთოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებით და მათ საფუძველზე შემუშავებული ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სქემებით (თემატური ნაწილი).
9. საზოგადოებრივი სივრცე, როგორც საჯარო სამოღვაწეო და სოფლის ცხოვრების წარმოჩენის ძირითადი სივრცე და ამავდროულად განპირობებულად შეზღუდული სივრცე, არის განსაკუთრებული დაცვის საგანი და მისი მიტაცება, დიდი ხნით დაკავება ან/და ადამიანთათვის მისი თანაბარი გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვა დაუშვებელია.
10. საზოგადოებრივი სივრცის ნებისმიერი ფორმით გამოყენება (შენობა-ნაგებობების და დანადგარების განთავსება ან/და სხვა სახით სარგებლობა), დასაშვებია მხოლოდ ამ წესების ან/და მის საფუძველზე მიღებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებით განსაზღვრული წესით და პირობ(ებ)ი