1. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (შემდგომში –
წესები) შედგენილია „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტექნიკური რეგლამენტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების (შემდგომში –

განაშენიანების ძირითადი დებულებები) მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოადგენს რა სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის ნაწილს, არეგულირებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს (შემდგომში –

იყალთო) ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

2. წესების მიზანია იყალთოს ტერიტორიაზე:

ა)  უძრავი ქონების (ობიექტის) განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება;

ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა.

3. წესები მოიცავს:

ა) სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემას და პირობებს;

ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  პირობებს და განსაკუთრებულ შემთხვევებს;

გ) მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობებს, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრას და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის პირობებ