1. იყალთოს სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვა ხორციელდება წინამდებარი წესების, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებისა და ქალაქთმშენებლობითი კადასტრისგან (საინფორმაციო სისტემისგან).
2. იყალთოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები (შემდგომში –
დაგეგმვის დოკუმენტები) შედგება მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების პრინციპზე დამყარებული მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტაციის ორსაფეხურიანი სისტემისგან:
ა) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის ნაწილია იყალთოს მთელი ტერიტორიისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი დოკუმენტი;
ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ნაწილია იყალთოს ტერიტორიის ნაწილებისათვის მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური დოკუმენტი.
3. თუ იყალთოს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ მოქმედებს ან შემუშავების სტადიაზეა, სივრცით-ტერიტორიული განვითარების პროცესის დარეგულირებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი უფლებრივი ზონირების ზოგადი დოკუმენტი, რომელიც მტკიცდება იმავე წესით, რაც დადგენილია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის.
4. მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების ზოგადი დოკუმენტი მოიცავს მიწათსარგებლობის შემდეგ ზონებს და მათდამი ამ წესებით და მოქმედი კანონმდებლობით წაყენებულ მოთხოვნებს:
ა) ფუნქციურ ზონებს;
ბ) ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებს;
გ) გეგმარების შემზღუდავ ზონებს.
5. მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების დეტალური დოკუმენტი მოიცავს:
ა) ფუნქციურ ზონებს (დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე) ან/და ქვეზონებს;
გ) ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონებს ან/და ქვეზონებს;
დ) გეგმარების შემზღუდავ ზონებს ან/და ქვეზონებს (არსებობის შემთხვევაში);
ე) უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართული სახეობების საგამონაკლისო ჩამონათვალს (არსებობის შემთხვევაში), წესების შესაბამისად;
ვ) განაშენიანების რეგულირების საგამონაკლისო პარამეტრებს (არსებობის შემთხვევაში), წესების შესაბამისად.
6. დაგეგმვის საჭიროებიდან გამომდინარე, მიწათსარგებლობის ზონირების ზოგადი და დეტალური დოკუმენტები შეიძლება დამატებით მოიცავდნენ შემდეგ თემატურ მიწათსარგებლობის ზონებს:
ა) ბუნებრივი საფრთხეების ზონებს, რომელიც განისაზღვრება ტერიტორიაზე გამოვლენილი ბუნებრივი კატასტროფების რისკებით ან/და შემთხვევათა სტატისტიკით;
ბ) ტექნოგენური საფრთხეების ზონებს, რომელიც განისაზღვრება ტერიტორიაზე გამოვლენილი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად წარმოქნილი კატასტროფების რისკებით ან/და შემთხვევათა სტატისტიკით;
გ) სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიების ზონებს, რომელიც ახდენს მთელი დასახლების ან მისი ნაწილის იდენტიფიცირებას სამშენებლო, სამშენებლოდ შეზღუდული და არასამშენებლო ტერიტორიებად / მიწის ნაკვეთებად.
7. იყალთოს ქალაქთმშენებლობითი კადასტრის (სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის საინფორმაციო სისტემა), წარმოების წესის შემუშავებას უზრუნველყოფს და დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს თელავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მისი დაგეგმვაზე უფლებამოსილი სამსახურ