1. უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით იყალთოს ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების  შესაბამის ფუნქციურ ქვეზონებად;

2. იყალთოს ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით შეიძლება გამოიყოს შემდეგი ფუნქციური ზონები:

ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) –

მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ) –

მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ არსებული/დაგეგმილი სასოფლო-სამეურნეო (არასაკარმიდამო) ტერიტორიებს;

გ) სარეკრეაციო ზონა (რზ) –

მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ან/და გასართობ-დასასვენებელ ტერიტორიებს;

დ) სპეციალური ზონა (სპეცზ) –

მოიცავს იყალთოს ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სპეციალური ფუნქციური დანიშნულების მქონე ობიექტებისთვის განკუთვნილ  ტერიტორიებს (სასაფლაოები, ნაგავსაყრელები და მსგავსი);

ე) საცხოვრებელი ზონა (სზ) –

მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს;

ვ) სატრანსპორტო ზონა (ტზ) –

მოიცავს იყალთოს ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გზებს/ქუჩებს, მიმდებარე ტერიტორიებს ან/და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს;

ზ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ) –

მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საქმიანი, კომერციული და სხვა საზოგადოებრივი გამოყენების ტერიტორიებს;

თ) სამრეწველო ზონა (ს) –

მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ სამრეწველო გამოყენების ან/და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე ნივთიერებების მართვისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს;

ი) სანიტარიული ზონა (სანზ) –

მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ათროპოგენური ან/და ბუნებრივი გზით ხე-ნარგავებით გაშენებულ გამწვანებულ ტერიტორიებს, გააჩნია გარემოს გამაჯანსაღებელი ფუნქცია და სხვა ტერიტორიებს იცავს მავნე ზემოქმედებისაგან.

3. ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის უფლებრივი ზონირების ზოგად დოკუმენტში.

4. ფუნქციური ზონების რეგლამენტები (ზოგადი დებულებები) გეგმარებითი დავალების საფუძველზე განისაზღვრება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებისას.

5.  იყალთოს ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმით შეიძლება გამოიყოს შემდეგი ფუნქციური ქვეზონები:

ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') –

ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიებს;

ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა' (სოფზ') –

სასოფლო-სამეურნეო ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ სასოფლო-სამეურნეო (არასაკარმიდამო) ტერიტორიებს: სახნავ-სათესი ან/და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისთვის განკუთვნილი მიწები;

გ) სარეკრეაციო ზონა' (რზ') –

სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში გამწვანებულ ტერიტორიებს (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი, მდინარე), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს;

დ) სპეციალური ზონა' (სპეცზ') –

სპეციალური ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს ტერიტორიულ საზღვრებში არსებული სპეციალური ფუნქციური დანიშნულების მქონე ობიექტებისთვის განკუთვნილ  ტერიტორიებს (სასაფლაოები, ნაგავსაყრელები და მსგავსი);

ე) საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) –

საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში არსებული/დაგეგმილი საცხოვრებელი გამოყენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა სხვადასხვა ინტენსივობის და ტიპის საცხოვრებელი სახლები;

ვ) სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) –

სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილ გზებს/ქუჩებს (მათ შორის ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონებს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, გასხვისების ზოლის ჩათვლით) ავტოსადგომებს, ხიდებს და გზაგამტარებს, ავტოსადგომებს, მიწისქვეშა ნაგებობებს;

ზ) სატრანსპორტო ზონა 2 (ტზ-2) –

სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ  ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილ გზებს/ქუჩებს (მათ შორის ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონებს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, გასხვისების ზოლის ჩათვლით) ავტოსადგომებს, ხიდებს და გზაგამტარებს, ავტოსადგომებს, მიწისქვეშა ნაგებობებს, ავტოსადგურებს,  ავტოგასამართ სადგურებს ან ავტოგასამართ კომპლექსებს, აირგასამართ ან აირსავსებ საკომპრესორო სადგურებს, სატრანსპორტო საშუალებების მომსახურების და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს;

თ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1) –

შერეული საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში (როგორც წესი გკ-ზე) არსებული/დაგეგმილი საზოგადოებრივ-საქმიანი გამოყენების მაღალი სიმჭიდროვის ტერიტორიას, განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);

ი) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) –

ერთგვაროვანი საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი ქკ-ზე) არსებულ/დაგეგმილ დომინირებულად საზოგადოებრივი  გამოყენების (და მის დამხმარე) საშუალო  სიმჭიდროვის ტერიტორიებს;

კ) სამრეწველო ზონა 1 (ს-1) –

შერეული სამრეწველო ქვეზონა, რომელიც მოიცავს იყალთოს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში სამრეწველო გამოყენებისთვის განკუთვნილი ტერიტორიებს, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები.

6. ფუნქციურ ქვეზონებად დაყოფა აისახება განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამის უფლებრივი ზონირების (დეტალურ) დოკუმენტში.

7.  ფუნქციური ქვეზონების რეგლამენტები განისაზღვრება ამ წესებით და აისახება  ან/და ზუსტდება განაშენიანების რეგულირების გეგმებში, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისას.

8.  თუ მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტი ფუნქციური ქვეზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სამშენებლო პოტენციალის გამოთვლისას:

ა) არცერთი ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს, თუ ერთ-ერთი ზონის ფართობი არ აღემატება მიწის ნაკვეთის ფართობის ¾-ს;

ბ) მოქმედებს იმ ზონისთვის განსაზღვრული მოთხოვნები, თუ მისი ფართობი აღემატება მიწის ნაკვეთის ფართობის ¾-