1. ბახმაროს ტერიტორიის ამ წესებით დადგენილი სახეობებით გამოყენება და განაშენიანება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ ტერიტორია უზრუნველყოფილია სათანადო ინფრასტრუქტურით.
2. განაშენიანებული ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი განვითარება (რაციონალიზაცია, ინტენსივობისა და სიმჭიდროვის ზრდა) დასაშვებია, მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისობის ან გაუმჯობესების პირობებში.
3. გაუნაშენებელი ტერიტორიის განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შემდგო