1. სპეციალური ზონალური შეთანხმება ითვალისწინებს კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდას.
2. სპეციალური ზონალური შეთანხმება დასაშვებია განაშენიანებული ტერიტორიების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, მათ შორის:
ა) საცხოვრებელ ზონაში;
ბ) საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში.
3. საცხოვრებელ ზონაში სპეციალური ზონალური შეთანხმებისას დასაშვებია არსებული კ-2 კოეფიციენტის მაქსიმუმ 10%-ით გაზრდა.
4. საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში სპეციალური ზონალური შეთანხმებისას დასაშვებია არსებული კ-2 კოეფიციენტის მაქსიმუმ 20%-ით გაზრდა.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ნებართვის მაძიებელს სურვილი აქვს გაზარდოს კ-2 კოეფიციენტის სიდიდე, მან მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მიღებაზე განცხადებაში უნდა დააფიქსიროს სპეციალური ზონალური შეთანხმების მიღების მოთხოვნა.
6. სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე.
7. სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადის არასაკმარისობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელება ხდება დადგენილი წესით.
8. სპეციალურ ზონალურ შეთანხმებაზე მოსაკრებელი განისაზღვრება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
9. სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებისათვის (გარდა ქ. თბილისისა და ბათუმისა) სპეციალური ზონალური შეთანხმების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანო, დადგენილი წესით, აგზავნის მოთხოვნას სხვა საბუთებთან ერთად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილ ორგანოს.
10. სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცების უფლებამოსილება გააჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს
,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ · რედაქცია 20.04.2011
მუხლი 17. სპეციალური ზონალური შეთანხმება
თავი II — დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 10%
- განაკვეთი 20%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
- მუხლი 23. სპეციალური ზონალური შეთანხმება
- მუხლი 15. სპეციალური ზონალური შეთანხმება
- მუხლი 20. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
- მუხლი 22. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
- მუხლი 24. განაცხადი სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების გაცემაზე და სპეციალური ზონალური შეთანხმება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. ფუნქციური ზონები
- მუხლი 12. კონკრეტული ფუნქციური ზონები
- მუხლი 13. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები
- მუხლი 14. არსებული ზონების ცვლილების პირობები
- მუხლი 15. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების განხორციელების გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ცალკეული მიწის ნაკვეთების გამოყენების და განაშენიანების პირობების განსაზღვრა
- მუხლი 16. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია. მისი უფლებები და მოვალეობები
- მუხლი 18. ამ თავის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამობა
- მუხლი 19. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემადგენლობა
- მუხლი 20. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა
- მუხლი 21. განაშენიანების რეგულირების გეგმის შემადგენლობა
- მუხლი 22. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავებისათვის წინასაპროექტო კვლევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 17, №1-1/1254, 08.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 330.090.020.22.024.012.012 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/78634/muxli-17/