1. მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიცარ შეესაბამებიან უფლებრივი ზონირების მოთხოვნებს, ენიჭებათ „შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი“, რომელსაც ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
2. შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების შემდგომი განვითარება(ტერიტორიის გაფართოება, ფუნქციის შეცვლა, რეკონსტრუქცია) ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის ან შემცირების პირობით. შემცირების პირობები შესაძლებელია განისაზღვროს ეტაპობრივად, საბოლოო აღმოფხვრის მიზნი