1. ამ თავის მიზნებია:

ა) მიწის ნაკვეთზე  შენობების ან/და ნაგებობების განთავსების პირობების დადგენა;

ბ) მიწის ნაკვეთზე შენობების ან/და ნაგებობების მაქსიმალურ დასაშვები სიმაღლის განსაზღვრა;

გ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობების ან/და ნაგებობების ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის რეგულირება;

დ) საზოგადოებრივ სივრცეში შენობა-

ნაგებობების (მათ შორის დროებითი) და დანადგარების განთავსების რეგულირება;

ე) საზოგადოებრივი გზების მიღმა ავტოსადგომების რეგულირება.

2. ამ თავის მიზნებისათვის:

ა) მიწის ნაკვეთის საზღვარი (საკადასტრო საზღვარი) არის 2 სახის:

ა.ა) მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვარი – როდესაც  მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ქუჩას (მათ შორის ჩიხს, თუ მისი სიგანე აღემატება 3 მეტრს) ან/და სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გამწვანებული ტერიტორიები;

ა.ბ) მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვარი – როდესაც  მიწის ნაკვეთი ესაზღვრება  მიწის ნაკვეთს, ან ისეთ არასამშენებლო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს (მათ შორის ჩიხს, თუ მისი სიგანე არ აღემატება 3 მეტრს). თუ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული დაურეგისტრირებელი სივრცის (გასასვლელი, ჩიხი) სიგანე არ აღმატება 1 მეტრს, სამეზობლო საზღვრად მიიღება დაურეგისტრირებელი სივრცის შუა ხაზი;

ბ) მიწის ნაკვეთის საზღვრის ორი ერთმანეთის მოსაზღვრე (გადამკვეთი) საზღვარი, რომლებიც ერთმანეთთან ქმნიან 150 გრადუსიდან 180 გრადუსამდე კუთხეს, წარმოადგენს მიწის ნაკვეთის საზღვრის ერთ მხარეს;

გ) შესაბამისი საზღვრის მხარეს განთავსებულად ითვლება შენობის ყველა ის საანგარიშო ზედაპირი, რომელიც საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყესთან ქმნის ნულიდან 45 გრადუსის ჩათვლით კუთხეს;

დ) მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსებისას ერთ შენობად ითვლება შენობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლად მომუშავე საძირკვლის კონსტრუქციული სისტემა;

ე) დაუშვებელია ერთი შენობის განთავსება ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

3. მიწის ნაკვეთზე შენობების ან/და ნაგებობების განთავსების ამ წესით დადგენილი პირობები მოქმედებს, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმებით არ არის დადგენილი სხვაგვარი რეგულირება.

4. ამ თავით დადგენილი მოთხოვნებისგან, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი დაიშვება, თუ გამონაკლისი:

ა) ითვალისწინებს ტერიტორიის ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს;

ბ) არ ლახავს საზოგადოებრივი სივრცით მოსარგებლეთა უფლებებს;

გ) არ არღვევს არსებული განაშენიანების გეგმარებას, სივრცით-მოცულობით და ესთეტიკურ პარამეტრებს ან/და ამით სამშენებლო საქმიანობა აუმჯობესებს დეგრადირებულ განაშენიანების ქსოვილს;

დ) არ ეწინააღმდეგება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს ან/და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს.

5. ამ თავის მოთხოვნები არ ვრცელდება ნაგებობებზე, მათ შორის:

ა) ანძებსა და კოშკებზე;

ბ) ნაპირსამაგრ, ხაზოვან და სხვა სპეციალური დანიშნულების საინჟინრო ნაგებობებზე;

გ) მონუმენტებზე;

დ) სპეციალური დანიშნულების ობიექტებზე, თუ ამას მოითხოვს მათი უსაფრთხოებისთვის დადგენილი ტექნიკური რეგლამენტები ან/და სამართლებრივი რეჟიმები.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების განთავსების პირობები და მათი მაქსიმალური სიმაღლეები უნდა განისაზღვროს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

7. მიწის ნაკვეთ(ებ)ზე შენობათა განთავსებისას და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრისას, როდესაც კონკრეტულ საკითხს არეგულირებს ამ წესებით დადგენილი რამდენიმე ნორმა, უპირატესად მოქმედებს ის, რომელიც უფრო მკაცრ შეზღუდვებს აწესებს.

8. დაუშვებელია  მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში შეჭრა, გარდა ამ თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში 32-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტების განთავსება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ის:

ა) ითვალისწინებდეს ტერიტორიის ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს;

ბ) არ ლახავდეს საზოგადოებრივ ტერიტორიით/სივრცით მოსარგებლეთა უფლებებს;

გ) არ ეწინააღმდეგებოდეს არსებული განაშენიანების გეგმარებას, სივრცით-მოცულობით და ესთეტიკურ პარამეტრებს, ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებ