1. ტვირთის მისამართის შეცვლის ნებართვა გადაეგზავნება იმ სადგურს, სადაც განხორციელდა მისამართის შეცვლა, ხოლო ასლი – პირველად დანიშნულების სადგურს. სადგური, რომელზეც მოხდა მისამართის შეცვლა, ამის თაობაზე ატყობინებს პირველად დანიშნულების სადგურს.
2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, მისამართის შეცვლის ნებართვა შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული სახით, ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით.