1. საკეტ-საპლომბ მოწყობილობაზე აღინიშნება გაგზავნის რკინიგზის შემოკლებული დასახელების შვიდციფრიანი ინდიკატორული საკონტროლო ნიშანი, მწარმოებლის სავაჭრო ნიშანი, მოწყობილობის დამზადების წლის ბოლო ციფრი და მოწყობილობის დასახელება.
2. ერთნაირი, აგრეთვე არამკაფიო და არასრული ინდივიდუალური წარწერების მქონე საკეტ-საპლომბი მოწყობილობის გამოყენება არ დაიშვება.
3. საკეტ-საპლომბი მოწყობილობა, რომელზეც დატანებულია ინდივიდუალური საკონტროლო ნიშანი, ექვემდებარება მკაცრ აღრიცხვას.
4. ტვირთგამგზავნსა და ტვირთმიმღებს საკეტ-საპლომბი და მათი მოსახსნელი მოწყობილობით უზრუნველყოფს რკინიგზა, დადგენილი საფასურით.