1. ტვირთის მისამართის შეცვლის განაცხადს ხელს აწერს განმცხადებლი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი და იგი მოწმდება დადგენილი წესით.
2. ტვირთის მისამართის შეცვლას ახორციელებს სადგური მას შემდეგ, რაც ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების უფლებამოსილი პირი წარმოადგენს მინდობილობას მისამართის შეცვლის გაფორმებაზე. სადგურის უფლებამოსილი მუშაკი, რომელიც ტვირთის მისამართს ცვლის გადაზიდვის ახალი დოკუმენტების მეშვეობით, ვალდებულია, ეს მინდობილობა დაურთოს პირვანდელ საგზაო უწყისს და შესანახად გადაუგზავნოს რკინიგზის შესაბამის სამსახურს. თუ ტვირთის მისამართის შეცვლა ხდება გადაზიდვის პირვანდელი დოკუმენტების საფუძველზე, მინდობილობა რჩება სადგურს
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 336
თავი XXIII — ტვირთის გადაზიდვის მისამართის შეცვლის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 336, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-336/