2. მხარეს, რომელიც ტვირთის მისამართის შეცვლის გასაფორმებლად ავსებს ახალ ელექტრონულ ზედნადებს, სადგური აწვდის გუ-29 უ-ვც ახალი ელექტრონული ზედნადების ფორმის ქაღალდის ასლს, რომელიც დამოწმებულია საქონლის მოლარის ხელმოწერით – გრაფაში „საქონლის მოლარე” და კალენდარული შტემპელებით – გრაფაში „გამგზავნი (ტვირთის გადასაზიდად მიმღები) სადგურის შტემპელი”.
3. თუ ელექტრონული ზედნადებით ტვირთის გადაზიდვა ახალ დანიშნულების სადგურამდე შეუძლებელია, სადგური, სადაც ხდება ტვირთის მისამართის შეცვლა, აფორმებს გადაზიდვის დოკუმენტების ჩვეულებრივ კომპლექტს,4. თუ შემდგომი გადაზიდვა სრულდება პირვანდელი გადაზიდვის დოკუმენტებით, გადაზიდვის დოკუმენტების კომპლექტს თან ერთვის გუ-29 უ-ვც ფორმის ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი, „რკინიგზის შენიშვნების” გრაფაში მისამართის შეცვლის აღნიშვნით, კალენდარული შტემპელით დამოწმებითა და საქონლის მოლარის ხელმოწერით. ამ შემთხვევაში, ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლის გრაფაში „დანიშნულების სადგური” მიეთითება ახალი დანიშნულების სადგურის სახელწოდება და კოდი, გრაფაში „მიმღები” – ახალი ტვირთმიმღების სახელწოდება და კოდი, ხოლო გრაფაში „მისი საფოსტო მისამართი” – ახალი ტვირთმიმღების საფოსტო მისამართი