1. ტვირთგამგზავნი ან ფეთქებადი ნივთიერების ღია მოძრავ შემადგენლობაზე დატვირთვა-განლაგებასა და დამაგრებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ზედნადების უკანა მხარის 1-ლ გრაფაში გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა და დაამოწმოს იგი თავისი ხელმოწერით, სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით.
2. ზედნადებს დაერთვის დადგენილი ფორმისა და შინაარსის დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერს ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვაზე პასუხისმგებელი ტვირთგამგზავნის წარმომადგენელი.