1. ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად გამოყოფილი ვაგონის, მათ შორის, ტვირთგამგზავნის მფლობელობაში არსებული ვაგონის, მიწოდება ტექნიკური დათვალიერებისთვის აღინუსხება ვუ-14 ფორმის წიგნში.
2. ვაგონის შემოწმებისა და ფეთქებადი ნივთიერე-ბის გადასაზიდად მისი ტექნიკური ვარგისობის განსაზღვრის შესახებ შემმოწმებელი აკეთებს აღნიშვნას ვუ-14 ფორმის წიგნში ავტომუხრუჭის ჩართვა-გამორთვის, ვაგონის ბოლო პერიოდული რემონტის თარიღისა და ადგილის მითითებით და ამოწმებს მას თავისი ხელმოწერით.