1. ფეთქებადი ნივთიერება ჩაიტვირთება გამართულ და სუფთა ვაგონში, რომლის მორიგ პერიოდულ რემონტამდე დარჩენილია სულ ცოტა 15 დღე-ღამე მაინც და რომელიც აღჭურვილია გორგოლაჭიანი საკისრის გოგორწყვილითა და არანაკლებ 30 მმ. სისქის მქონე კომპოზიციური სამუხრუჭო ხუნდით.
2. თუ ტვირთი გადაიზედება რკინიგზის წარმომადგენლის თანხლებით, მაშინ ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად დაიშვება გადასასვლელმოედნიანი ან ხელისმუხრუჭიანი ვაგონი.
3. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება შემდგომი გადაყენებით 1435 მმ. ლიანდზე, რკინიგზა ვალდებულია ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე გამოყოს გადასაყენებლად ვარგისი ვაგონი.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 94
თავი 22 — ვაგონის მომზადება და დასატვირთად წარდგენა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 94, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-94/