2. რკინიგზის ვაგონის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს და მის ტექნიკურ ვარგისობას კონკრეტული ტვირთის გადასაზიდად განსაზღვრავს რკინიგზის სავაგონო მეურნეობის უფლებამოსილი მუშაკი.
3. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული ღია მოძრავი შემადგენლობის ტექნიკურ დათვალიერებასა და მისი სავალი ნაწილის, გოგორწყვილის, ბუქსური კვანძის, ვაგონის ჩარჩოს, სამუხრუჭო და დარტყმით-საწევი მოწყობილობის ვარგისობას განსაზღვრავს რკინიგზის სავაგონო მეურნეობის უფლებამოსილი მუშაკი, ტვირთგამგზავნის განაცხადის საფუძველზე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული ვაგონის ტექნიკურ მდგომარეობასა და ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად მისი ძარის, სახურავის, კარის, ლიუკის თავსახურის, ძირისა და კედლის შემოკერვის ვარგისობას, თავსახურის მიბჯენის სიმჭიდროვეს, აგრეთვე გარე და შიდა მოწყობილობის სისუფთავესა და მდგომარეობას განსაზღვრავს ტვირთგამგზავნი