2. თუ ფეთქებადი ნივთიერების თანმხლები სპეციალისტის ან დაცვის გადამყვანი ვაგონი აღჭურვილია საღუმელე გათბობის ხელსაწყოთი, ტვირთგამგზავნმა, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” ან გუ-27ე ფორმის ზედნადების შევსებისას გრაფაში „შენიშვნა”, უნდა აღნიშნოს: „საღუმელე გათბობით”.
3. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება მსვლელობის გზაზე ერთი ლიანდის ვაგონიდან სხვა ლიანდის ვაგონში გადატვირთვით, ტვირთგამგზავნი გადაზიდვის საბუთებს ადგენს მხოლოდ გადატვირთვის პუნქტამდე, სადაც დგება ახალი ზედნადები ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვაზე საბოლოო დანიშნულების სადგურამდე