1. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება ვაგონთა ჯგუფით, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის ან დაცვის თანხლებით, მაშინ გაგზავნის სადგური ადგენს სავაგონო ფურცელსა და გუ-29ა ფორმის საგზაო უწყისს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად. ამ შემთხვევაში გადაზიდვის საბუთების შემდგენელი სადგურის მუშაკი, სავაგონი ფურცლის შესაბამის გრაფასა და საგზაო უწყისის უკანა მხარეს, დაუსვამს ტვირთგამგზავნის მიერ ამ წესის 90-ე მუხლის მიხედვით გაკეთებულ შტემპელსა და აღნიშვნას. ეს შტემპელი და ცეცხლმოკიდებული ფეთქებადი ნივთიერების ჩაქრობის ხერხის აღნიშვნა კეთდება საგზაო უწყისის გრაფაში „საფრთხის კატეგორიის შტემპელი”, ხოლო შტემპელი „გორაკიდან დაშვება აკრძალულია”, „სექცია. არ მოიხსნას” და აღნიშვნა „საღუმელე გათბობით” – მოცემული საგზაო უწყისით მიმავალი ვაგონების ნუსხის გრაფაში “შენიშვნა”.
2. თუ ფეთქებადი ნივთიერების წვრილმანი გზავნილი გადაიზიდება მსვლელობის გზაზე ნაწილობრივი გადმოტვირთვით, მაშინ ტვირთის გადასაზიდად მიღების, შემდგომ კი მისი ნაწილობრივი გადმოტვირთის სადგური გადაზიდვის საბუთებს ათავსებს იმ ტვირთის საგზაო უწყისისგან შეწეპებულ პაკეტში, რომელიც გადაიზიდება სვლის გზაზე მდებარე პირველ დანიშნუ-ლების სადგურამდე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგზაო უწყისის უკანა მხარეზე გადაიტანება ტვირთგამგზავნის მიერ 90-ე მუხლის მიხედვით გაკეთებული შტემპელი და აღნიშვნა, ხოლო სხვა დანიშნულების სადგურებამდე ამ ვაგონში გადასაზიდი ტვირთის საგზაო უწყისსზე შტემპელი და აღნიშვნა გადაიტანება მხოლოდ მაშინ, თუ იგი გამოიყენება საბუთების საკონვერტირებოდ. ამ შემთხვევაში სავაგონო ფურცელი რჩება ფეთქებადი ნივთიერების ნაწილობრივი გადმოტვირთვის პირველ სადგურს, რომელიც გადმოტვირთვის (დატვირთვის) შემდეგ ადგენს ახალ სავაგონი ფურცელს.
4. სადგურის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია თითოეულ შემთხვევაში შეამოწმოს ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის საბუთების გაფორმების სისწორე და ამ წესთან შესაბამისობა.