2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებული მოძრავი შემადგენლობის ან რკინიგზის ვაგონის გაწმენდა და გარეცხვა გადმოტვირთვის შემდეგ ხორციელდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საშუალებით.
3. ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვამდე ტვირთგამგზავნი ვალდებულია ამოავსოს დახურული ვაგონის კარისა და ლიუკის ღიობში არსებული ხვრელი და ღრეჩო ამ წესის მე-8 დანართის მიხედვით. ამგვარი ვაგონის განივი და ჭერის ლიუკი წინასწარ მჭიდროდ იხურება და მაგრდება შიგნიდან მავთულითა და ძელაკით ტექნიკური პირობის შესაბამისად