2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული დატვირთული ვაგონის ავტომუხრუჭის ამორთვა ხდება ჩასაბარებელ ლიანდაგზე, მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების ინსტრუქციის შესაბამისად.
3. იმ სადგურში, სადაც ტექნიკურ-განმკარგავი აქტის მიხედვით მანევრები სრულდება მხოლოდ ჩართული მუხრუჭით, სადგურიდან გამავალ ვაგონს მუხრუჭი ამოერთვება გამავალ მატარებელში მისი ჩაბმისა და ამ მატარებლის მუხრუჭის ჩართვის შემდეგ. სადგურში მისულ ვაგონს მუხრუჭი ჩართული უნდა ჰქონდეს, ვიდრე ეს ვაგონი არ მოიხსნება მატარებლიდან