2. ვაგონისა (კონტეინერის) და მისი მოწყობილობის ტექნიკური გამართულობის მოწმობის ნომერი სავაგონო მეურნეობის უფლებამოსილ მუშაკს შეაქვს ვუ-14 ფორმის წიგნში, ხოლო ტვირთგამგზავნი ზედნადების უკანა მხარის მ-4 გრაფაში აღნიშნავს: „ვაგონი და მოწყობილობა ტექნიკურად და კომერციულად გამართულია და შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს”.
3. თუ ტექნიკური დათვალიერების აქტი დგება ტვირთგამგზავნის მფლობელობაში არსებული ფეთქებადი ნივთიერების გადამზიდი ახალი სპეციალიზებული ვაგონის მიმართ, რომელიც საექსპლუატაციოდ ვარგისად არის ცნობილი, რკინიგზის სავაგონო მეურნეობის უფლებამოსილმა მუშაკმა უნდა შეამოწმოს ამ ვაგონის კონსტრუქციისა და ტექნიკური შესრულების შესაბამისობის სერტიფიკატის არსებობა.
თავი 23
ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვ