1. საერთო სარგებლობის ადგილებში წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვის დამთავრებისთანავე, გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული გზავნილების რაოდენობას, წონასა და ადგილს; სავაგონო ფურცელში წერილობით მიუთითებს გზავნილების საერთო რაოდენობას და ხელს აწერს მას; იგი აგრეთვე ვალდებულია, თითოეული ვაგონის (კონტეინერის) მიხედვით შეაგროვოს მცირე გზავნილების ზედნადებები და გადასცემს ეს დოკუმენტები გაგზავნის სადგურის სატვირთო სალაროს.
2. პირდაპირი ნაკრები კონტეინერის სავაგონო ფურცელს სადგური ავსებს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება წვრილმანი საკონტეინერო გზავნილების საწყობში, მეორე კი, თან ერთვის გასაგზავნ კონტეინერში ჩატვირთული ყველა წვრილმანი გზავნილის გადაზიდვის დოკუმენტებს.
3. კონტეინერის (ვაგონის) კარებების დაკეტვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი პლომბავს მას საკეტ-საპლომბი მოწყობილობით, აღნიშნავს მის მონაცემებს სავაგონო ფურცელსა (ნაკრები ვაგონისთვის) და გუ-37 ფორმის დავთარში და ამოწმებს ხელმოწერით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 138
თავი XIII — წვრილმანი გზავნილებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 138, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-138/