1. გაგზავნის სადგურში წვრილმანი გზავნილების დაჯგუფების პირობები განისაზღვრება დახურულ ვაგონსა და ღია მოძრავ შემადგენლობაზე წვრილმანი გზავნილების ფორმირების საქსელო და საგზაო გეგმებით. წვრილმანი გზავნილები იმგვარად უნდა დაჯგუფდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რაც შეიძლება მეტი ნაკრები ვაგონის (კონტეინერის) ფორმირება.
2. წვრილმანი გზავნილებით სხვადასხვა დანიშნულების სადგურში გადასაზიდი ტვირთი ნაკრები დახურული ვაგონებიდან გადმოიტვირთება საერთო სარგებლობის ადგილებში.
3. წვრილმანი გზავნილებით მიტანილი ტვირთის გადმოსატვირთად სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ვაგონის (კონტეინერის) გახსნის წინ ამოწმებს საკეტ-საპლომბი მოწყობილობის სისწორეს და ხსნის მას.
4. თითოეული მცირე გზავნილის გადმოტვირთვა ხორციელდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის თანდასწრებით, რომელიც ამოწმებს ტარას და/ან შეფუთვას, ასევე გადმოსატვირთი ტვირთის შესაბამისობას სავაგონო ფურცლისა და ზედნადების მონაცემებთან.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 140
თავი XIII — წვრილმანი გზავნილებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 140, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-140/