2. თუ სადგურიდან ტვირთის გატანა საშვით წარმოებს, ტვირთმიმღებმა სადგურის უფლემაბოსილ მუშაკს უნდა წარუდგინოს სადგურის სატვირთო სალაროს მიერ გაცემული საშვი.
3. ტვირთმიმღების მიერ ტვირთის შენახვის საფასურის გადახადის შემდეგ, თუ მისი უსასყიდლო შენახვის ვადა გავიდა, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი გასცემს ტვირთის ავტომობილზე დატვირთვის ნებართვას. ამ შემთხვევაში, ზედნადებში (საშვზე) იგი აღნიშნავს ტვირთის გაცემის შესახებ, ხოლო ტვირთის გადმოცლის დავთარში მიუთითებს გზავნილების გაცემის თარიღსა და ნომერს, აგრეთვე იმ ავტომობილის მარკასა და სახელმწიფო ნომერს, რომლითაც მოხდა ტვირთის გატანა