1. კონტეინერს უნდა ჰქონდეს დადგენილი ნიმუშის ნიშანდება, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართში. ყველა დიდტონაჟიან კონტეინერს უნდა გააჩნდეს ტრაფარეტი მორიგი შემოწმების ან რემონტის ვადების აღნიშვნით.
2. კონტეინერის ბრუტო წონა აღინიშნება მის კარებზე და კოდირებულია დიდტონაჟიანი კონტეინერის ნიშანდების კოდის მეორე მწკრივში ან საშუალოტონაჟიანი კონტეინერის ნიშანდების კოდის პირველ მწკრივში.
3. თუ კონტეინერს არა აქვს ნიშანდება და ტრაფარეტი, იგი გადასაზიდად არ მიიღება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 145
თავი XIV — ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 145, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-145/