1. კონტეინერით სრულდება პირდაპირი, საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო გადაზიდვა.
2. ფიზიკურ პირთა საჭიროებისთვის განკუთვნილი პირადი მოხმარების და მალფუჭადი ტვირთი კონტეინერში გადაიზიდება ამ წესების მოთხოვნათა დაცვით.
3. რკინიგზის კონტეინერებში აკრძალულია მყრალი ან ისეთი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც აბინძურებს კონტეინერის შიდა ზედაპირს, და რომლის გადაზიდვისა და გადმოტვირთვის შემდეგ აუცილებელია კონტეინერის დეზინფექცია.
5. საფრთხეშემცველი ტვირთი კონტეინერში გადაიზიდება ამგვარი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად.
6. თხევადი ტვირთი კონტეინერით გადასაზიდად დაიშვება მხოლოდ პირველად უმსხვრევ ტარაში (კასრები, ბიდონები, კანისტრები, პლასტმასის ჭურჭელი), აგრეთვე წვრილ ტარაში დაფასოებული, მუყაოს ყუთებში შეფუთული, მოლარტყული და სხვა მსუბუქი შეფუთვით. ამ შემთხვევაში, წვრილმანი ტარა განკუთვნილი უნდა იყოს წარმოდგენილი თხევადი ტვირთის გადასაზიდად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 146
თავი XIV — ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 146, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-146/