2. გადასაზიდად პირველად შეფუთვაში უტაროდ ან შემსუბუქებული ტარით წარდგენილ ტვირთს, აგრეთვე მის გადასაზიდად განკუთვნილ კონტეინერს წინასწარ ამზადებს ტვირთგამგზავნი ისე, რომ ჩატვირთვის, გადაზიდვის ან გადმოტვირთვის დროს გამოირიცხოს ტვირთის სხვა და სხვაგვარი ხახუნი, დეფორმაცია, შეყინვა, გადამეტხურება ან ტვირთის სხვა უარყოფითი ზემოქმედება კონტეინერზე.
3. რკინიგზის კონტეინერებში დაზეთილი შეუფუთავი ტვირთი გადაიზიდება მხოლოდ მკვრივ ქაღალდში გახვეული, კონტეინერის ძირის, კედლებსა და ტვირთს შორის არსებული სივრცის დამცავი სადებებით აღჭურვილი, კონტეინერის შიდა ზედაპირის დაბინძურებისა და მექანიკური დაზიანებისგან დაცვის პირობით
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 148. 1. რკინიგზა ვალდებულია, დასატვირთად წარმოადგინოს წესივრული და მოცემული ტვირთის გადასაზიდად ვარგისი კონტეინერი, რომელიც გაწმენდილია ნაგვისა და ტვირთის ნარჩენებისგან
თავი XIV — ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 142. 1. წვრილმანი გზავნილებით მიტანილ და გადმოცლილ ტვირთს რკინიგზა გადასცემს ტვირთმიმღებს, ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად
- მუხლი 143. 1. თუ წვრილმანი გზავნილებით გადაზიდული ტვირთის გაცემისას არ არსებობს ტარის და შეფუთვის დაზიანების ნიშნები, საგზაო უწყისის მეორე მხარეს ტვირთმიმღების ნებართვით კეთდება ჩანაწერი, რომ ტვირთი გაიცემა გახს
- მუხლი 144. 1. ეს წესი განსაზღვრავს ტვირთის უნივერსალურ კონტეინერებში (შემდგომ _ კონტეინერი) გადაზიდვის პირობებს და ამგვარი გადაზიდვის დოკუმენტების შევსების თავისებურებას
- მუხლი 145. 1. კონტეინერს უნდა ჰქონდეს დადგენილი ნიმუშის ნიშანდება, რომელიც მოცემულია ამ წესის დანართში. ყველა დიდტონაჟიან კონტეინერს უნდა გააჩნდეს ტრაფარეტი მორიგი შემოწმების ან რემონტის ვადების აღნიშვნით
- მუხლი 146. 1. კონტეინერით სრულდება პირდაპირი, საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო გადაზიდვა
- მუხლი 147. 1. დიდტონაჟიან კონტეინერში ჩატვირთული ერთი ტვირთის ადგილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 1500 კგ, ხოლო საშუალოტონაჟიან კონტეინერში ჩატვირთულისა – 1000 კგ-ს
- მუხლი 149. 1. ტვირთგამგზავნმა კონტეინერში ტვირთი ისე უნდა განალაგოს, რომ გამოირიცხოს მისი გადაადგილება გადაზიდვის პროცესში ტვირთზე ბუნებრივი ზემოქმედების გამო
- მუხლი 150. 1. კონტეინერში ჩატვირთული ტვირთის წონა არ უნდა აღემატებოდეს მისი ნეტო წონის ტვირთამწეობას, რომელიც შეადგენს ტრაფარეტზე მითითებული კონტეინერის ბრუტო წონასა და კონტეინერის ტარის წონას შორის სხვაობას
- მუხლი 151. 1. კონტეინერის ვაგონში (ავტომობილზე) ჩატვირთვა სადგურის საერთო სარგებლობის ადგილებში და მისი ვაგონიდან (ავტომობილიდან) გადმოტვირთვა ხორციელდება რკინიგზის მიერ. არასაერთო სარგებლობის ადგილებში ამ სამუშ
- მუხლი 152. 1. კონტეინერებში ტვირთი გადაიზიდება იმ სადგურებს შორის, რომელიც აღჭურვილია საჭირო ტექნიკური საშუალებებით კონტეინერებზე სამუშაოების უზრუნველსაყოფად. კონტეინერებში ტვირთის გადაზიდვა სხვა სადგურებს შორის
- მუხლი 153. 1. ტვირთის გადაზიდვა კონტეინერში იმ სადგურებსა და პორტებს შორის, რომელიც აღჭურვილია კონტეინერების დასამუშავებლად საჭირო ტექნიკური საშუალებებით, ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კონტეინე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 148, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-148/