2. კონტეინერის ძირზე მოთავსებული ადგილების ერთიანი დატვირთვა, მათ შორის ფორმირებული შტაბელისა, ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე არ უნდა აღემატებოდეს: 1 კგძ-ს – დიდტონაჟიან კონტეინერში და 0,5 კგძ-ს – საშუალოტონაჟიან კონტეინერში.
3. კონტეინერის ძირზე დასაშვები დატვირთვის გადაჭარბებისას სატვირთო ადგილი უნდა განთავსდეს არანაკლებ 100 X 20 მმ კვეთის სტანდარტულ ქვეშზე ან სათანადო საყრდენ ზედაპირიან ქვესადებზე. ასეთი სატვირთო ადგილები კონტეინერში განლაგდება მხოლოდ ერთ იარუსად