2. საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთული წვრილმანი გზავნილები აღინიშნება თარიღის, გაგზავნის ნომრისა და ადგილების რაოდენობის მითითებით. მონაცემები გადმოცლილი ტვირთის შესახებ სადგურის უფლებამოსილ მუშაკს შეაქვს ტვირთის გადმოცლის დავთარში.
3. წვრილმანი გზავნილების საერთო სარგებლობის ადგილებში გადმოტვირთვისას ტვირთის დარჩენილ ადგილებს ამაგრებს და გადაადგილებს რკინიგზა.
4. ვაგონის გადმოტვირთვის შემდეგ სადგურის უფლებამოსილი მუშაკი სავაგონო ფურცელში აღნიშნავს გადმოტვირთვის დასრულების თარიღს, ხელს აწერს მას და გადასცემს დანიშნულების სადგურის სატვირთო სალაროს.
5. სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ასევე ვალდებულია, შეამოწმოს ვაგონში (კონტეინერში) დარჩენილი, სხვა სადგურებისათვის განკუთვნილი წვრილმანი გზავნილების ადგილების რაოდენობა, მათი განთავსებისა და დამაგრების სისწორე, შესაბამისი აღნიშვნების არსებობა და შეადგინოს ახალი სავაგონო ფურცელი