2. წვრილმანი გზავნილი, რომელიც გაივლის მახარისხებელ სადგურს, დახურულ ვაგონებში უნდა განთავსდეს ერთ-ერთ ტორსულ კედელთან, რათა ტვირთის დახარისხების დროს შესაძლებელი იყოს მისი ამ გაგზავნისადმი კუთვნილების შემოწმება. სხვადასხვაგვარ შეფუთვაში მოთავსებული ან შეუფუთავი ტვირთი უნდა განლაგდეს ისე, რომ ერთობლივი გადაზიდვისას გამოირიცხოს მისი დაზიანება.
3. წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვისას რეკვიზიტების დაყენებასა და მოხსნას, აგრეთვე ვაგონების (კონტეინერების) ბორტების, ლუკებისა და კარებების გახსნა-დახურვას ახორციელებს რკინიგზა.
4. თუ წვრილმანი გზავნილები გადაიზიდება ღია მოძრავ შემადგენლობაზე, ტვირთი ვაგონში იმგვარად უნდა განთავსდეს, რომ ცალკეული გზავნილების გადმოტვირთვისას გზად მდებარე სადგურებში საჭირო არ გახდეს დანარჩენი ტვირთის გადაადგილება. ტვირთი უნდა იყოს დამაგრებული ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის დამაგრებისა და განთავსების ტექნიკური პირობების შესაბამისად
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 137. 1. ნაკრები ვაგონის (კონტეინერის) დატვირთვისას საერთო სარგებლობის ადგილებში, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი თვალს ადევნებს წვრილმანი გზავნილებით წარმოდგენილი ტვირთის სწორ განთავსებას
თავი XIII — წვრილმანი გზავნილებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 130. 1. წვრილმანი გზავნილების პირდაპირ ნაკრებ კონტეინერებში გადაზიდვასთან დაკავშირებული სამუშაო სრულდება უნივერსალურ კონტეინერებში ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად
- მუხლი 131. 1. წვრილმანი გზავნილების თითოეულ სავაგონო ან საკონტეინერო გადაზიდვაზე ტვირთგამგზავნი ადგენს გუ-27ვ ფორმის ცალკე ზედნადებს, რომელშიც მიუთითებს ტვირთის საერთო წონასა და ტვირთის პარტიაში შემავალი ადგილებ
- მუხლი 132. 1. წვრილმანი გზავნილებით წარმოდგენილი ტვირთი ტვირთგამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს ტარაში ან სხვა შესაფუთ საშუალებაში, რომელიც შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს, ხოლო, თუ ეს სტან
- მუხლი 134. წვრილმანი გზავნილების მისაღებად განკუთვნილი საწყობი შეიძლება სპეციალიზებულ იქნეს ამგვარი ტვირთის დანიშნულებისამებრ. თითოეული დანიშნულებისათვის კონტეინერების ფორმირების გეგმის მიხედვით გამოყოფენ გარკვე
- მუხლი 135. 1. წვრილმანი გზავნილებით გადასაზიდი ტვირთის მიღებისას საერთო სარგებლობის ადგილებში, გამგზავნი სადგურის უფლებამოსილმა მუშაკმა უნდა შეამოწმოს შეფუთვის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან, ნიშანდების მდგო
- მუხლი 136. 1. სადგურში წვრილმანი გზავნილების მიტანისას, მათ შორის პირდაპირ ნაკრებ კონტეინერებში გადასაზიდად, სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს შეფუთვასა და ტვირთის წონის შესახებ მონაცემების არსებობას, აღნიშნ
- მუხლი 138. 1. საერთო სარგებლობის ადგილებში წვრილმანი გზავნილების ჩატვირთვის დამთავრებისთანავე, გაგზავნის სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს ვაგონში (კონტეინერში) ჩატვირთული გზავნილების რაოდენობას, წონასა და ა
- მუხლი 139. წვრილმანი გზავნილების გადამზიდი ნაკრები ვაგონები (კონტეინერები), დატვირთული არასაერთო სარგებლობის ადგილებში, იპლომბება ტვირთგამგზავნის მიერ, რომელიც აგრეთვე უზრუნველყოფს მათში ტვირთის სწორ განთავსებას
- მუხლი 140. 1. გაგზავნის სადგურში წვრილმანი გზავნილების დაჯგუფების პირობები განისაზღვრება დახურულ ვაგონსა და ღია მოძრავ შემადგენლობაზე წვრილმანი გზავნილების ფორმირების საქსელო და საგზაო გეგმებით. წვრილმანი გზავნი
- მუხლი 141. 1. წვრილმანი გზავნილებით გადაზიდული ტვირთის გადმოტვირთვისას სადგურის უფლებამოსილი მუშაკი ამოწმებს, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად განკუთვნილ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთი დაიწყოს აკურატულად, დაუზ
- მუხლი 142. 1. წვრილმანი გზავნილებით მიტანილ და გადმოცლილ ტვირთს რკინიგზა გადასცემს ტვირთმიმღებს, ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 137, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-137/