1. წვრილმანი გზავნილების თითოეულ სავაგონო ან საკონტეინერო გადაზიდვაზე ტვირთგამგზავნი ადგენს გუ-27ვ ფორმის ცალკე ზედნადებს, რომელშიც მიუთითებს ტვირთის საერთო წონასა და ტვირთის პარტიაში შემავალი ადგილების საერთო რაოდენობას.
2. ტვირთგამგზავნი ზედნადებს ავსებს გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად. ზედნადების წინაპირის ზედა ნაწილში, გრაფაში „გაგზავნის სახეობა” მიეთითება: „პნკ“, რაც ნიშნავს „პირდაპირი ნაკრები კონტეინერები”. პირდაპირი ნაკრები კონტეინერების გამგზავნია მისი ფორმირების სადგური.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 131
თავი XIII — წვრილმანი გზავნილებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 131, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-131/