1. მარშრუტის შემადგენლობაში მიმავალი ვაგონის სანაწევრებელ პუნქტში (სადგურში) მისვლისას მისი დამისამართება ხდება შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მიერ, ხოლო შესასვლელ და გამანაწილებელ სადგურებში მოსული ვაგონისა, რომელიც იღებს სათბობის ტვირთს – რკინიგზის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ იმ გადმოტვირთვის სადგურში, რომელიც შედის დანაწევრების პუნქტის (სადგურის) ან შესასვლელი და გამანაწილებელი სადგურების მოქმედების ზონაში.
2. იმ ვაგონის დამისამართება, რომელიც დანაწევრების პუნქტში (სადგურში) მივიდა მარშრუტის შემადგენლობაში, ხორციელდება გადაზიდვის პირვანდელი დოკუმენტების მიხედვით.
3. აღრიცხვას ექვემდებარება ყველა მარშრუტი, რომელიც პასუხობს ამ წესების 120-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 122-ე მუხლის მოთხოვნებს.