2. დანიშნულების სადგურის მიერ შედგენილი კომერციული აქტი ფორმდება ასევე ელექტრონული სახით და გადაეცემა დანიშნულების გზის საინფორმაციო -გამოთვლით ცენტრს, რომელიც ელექტრონულ ზედნადებში მიუთითებს მოუსვლელი ვაგონების ნომრებს.
3. თუ დანიშნულების სადგურში მისული ვაგონების ნომრები და რაოდენობის მაჩვენებლები არ შეესაბამება გადაზიდვის დოკუმენტების მონაცემებს, ტვირთის გაცემა ფორმდება გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის მიხედვით.
4. სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილით მიტანილი ტვირთის გაცემისას, დანიშნულების სადგური გადაზიდვასთან დაკავშირებულ საბოლოო ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს ზედნადების (ელექტრონული ზედნადების) მიხედვით, ვაგონთა იმ რაოდენობაზე გაანგარიშებით, რომელიც მივიდა ერთი გზავნილით.
თავი XII
გამგზავნის მარშრუტებით ტვირთის გადაზიდვის წეს