ა) სამარშრუტო გზავნილით ტვირთის გადაზიდვისას – სიტყვებს „ან ვაგონთა ჯგუფებს”;
ბ) ჯგუფური გზავნილით ტვირთის გადაზიდვისას – სიტყვებს „მარშრუტს ან”.
2. ადგილების რაოდენობა, ტვირთის მასა და გადაზიდვის საფასური ზედნადების შესაბამის გრაფაში აღინიშნება თითოეული ვაგონის მიხედვით, ხოლო ადგილების საერთო რაოდენობა, გადასაზიდი ტვირთის მთელი მასა და გადაზიდვის საერთო ღირებულება – ზედნადების წინაპირზე.
3. ჯგუფის თითოეული ვაგონის საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მონაცემების შესახებ ტვირთგამგზავნი აღნიშნავს ზედნადების თანდასართავ დამატებით ფურცელზე. დამატებით ფურცელს ტვირთგამგზავნი ავსებს სამ ეგზემპლარად და ხელს აწერს მათ. ზედნადებში, ტვირთის დასახელების ქვეშ, ტვირთგამგზავნი აღნიშნავს: „მონაცემები საკეტ-საპლომბი მოწყობილობის შესახებ იხილე დამატებით ფურცელზე”.
4. ზედნადებსა და დამატებითი ფურცლის სამ ეგზემპლარს ტვირთგამგზავნი წარუდგენს გაგზავნის სადგურს, რომელსაც დამატებითი ფურცლის ყველა ეგზემპლარში შეაქვს ზედნადების ნომერი.
5. დამატებითი ფურცლის პირველი და მეორე პირი გაგზავნის სადგურმა თან უნდა დაურთოს შესაბამისად ზედნადებსა და საგზაო უწყისის ყუას, მესამე ეგზემპლარი კი, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, დაუბრუნოს ტვირთგამგზავნს გადაზიდვის დოკუმენტების შევსების წესის შესაბამისად.
6. ამ წესების 26-45-ე მუხლების მიხედვით შეივსება ელექტრონული ზედნადებიც, რომელშიც ადგილების რაოდენობა, ტვირთის მასა, საკეტ-საპლომბი მოწყობილობის მონაცემები და გადაზიდვის საფასური აღინიშნება თითოეული ვაგონის მიმართ