1. სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილებით ერთი ზედნადებით გადასაზიდი ტვირთის მისამართის შეცვლა ხორციელდება ტვირთის მისამართის შეცვლის წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილების ცალკეული ვაგონების მისამართის შეცვლა შეიძლება მხოლოდ მათი მისვლისას პირვანდელ დანიშნულების სადგურზე.
2. თუ უწესივრობის გამო ვაგონი (ვაგონთა ჯგუფი) სვლის გზაზე მოიხსნა სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილებიდან (შემდგომ – ძირითადი გზავნილი), სადგური, რომელშიც განხორციელდა ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნა, ვალდებულია, ორ ეგზემპლარად შეადგინოს საერთო ფორმის აქტი, ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის მიზეზების, გაგზავნის ნომრის, დანიშნულების სადგურის სახელწოდებისა და კოდის, აგრეთვე ტვირთმიმღების სახელწოდების, კოდის, საფოსტო მისამართის, ტვირთის დასახელებისა და კოდის მითითებით.
3. ძირითადი გზავნილის ზედნადებისა და საგზაო უწყისის გრაფაში „გზაში შეტანილი აღნიშვნები” უნდა მიეთითოს მოხსნილი ვაგონის (ვაგონების) ნომერი, მოხსნის სადგურის სახელწოდება, მოხსნის მიზეზი, საერთო ფორმის აქტის ნომერი და მისი შევსების თარიღი. ეს აღნიშვნა დასტურდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და კალენდარული შტემპელით. ზედნადებში (საგზაო უწყისში) საკმარისი ადგილის უქონლობისას ეს მონაცემები აღინიშნება მასზე მიმაგრებულ ფურცელზე.
4. საერთო ფორმის აქტის პირველი პირი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, ხოლო მეორე შესანახად რჩება იმ სადგურს, სადაც განხორციელდა ვაგონის მოხსნა.
5. მონაცემები მოხსნილი ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) შესახებ, ასევე ამოიშლება ძირითად გზავნილთან ერთად მიმავალი სავაგონო ფურცლიდან და მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერითა და სადგურის კალენდარული შტემპელით, ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის მიზეზის მითითებით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 115
თავი XI — ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 115, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-115/